top of page

ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი

პირველი HR საკონსულტაციო

ორგანიზაცია საქართველოში

scrolldownicon.gif
სერვისები

სერვისები

PMC-ის მიერ შემოთავაზებული სერვისი ეფუძნება შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიისა და ადამიანური რესურსის მენეჯმენტის სხვადასხვა სფეროს უახლეს კვლევით მონაცემებსა და ცენტრის თანამშრომელთა მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას. ცენტრი თავის საქმიანობაში იყენებს თანამედროვე სამეცნიერო მეთოდოლოგიას – სანდო, ვალიდურ და საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებულ მეთოდებს.

ჩვენ შესახებ

ჩვენ

    PMC პირველი HR საკონსულტაციო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა ფონდი „ევრაზიის“ ხელშეწყობით. PMC ეხმარება დაინტერესებულ ორგანიზაციებს მიაღწიონ წრმატებას ადამიანური და სოციალური კაპიტალის ეფექტიანი მართვით.


    PMC პროფესიონალთა გუნდია, რომელთაც უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების გარდა, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სფეროში სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება აქვთ.

 
   შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სფეროში სამეცნიერო აკადემიური ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია HR საკონსულტაციო სერვისების განხორცილებისას; PMC-ის უნიკალური სერვისი ორგანიზაციული კვლევები და კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციებია – ორგანიზაციაში არსებული ვითარების კომპლექსური, სიღრმისეული ანალიზი საშუალებას გვაძლევს, შევიმუშავოთ ორგანიზაციული და HR სერვისების განვითარების სისტემური ხედვა. 

ჩვენი საქმიანი ეთიკა

ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპი ინფორმაციის კონფიდენციალობაა. დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობების პროცესში შექმნილი დოკუმენტაცია, კვლევის შედეგები და სხვა ანალოგიური სახის მასალა წარმოადგენს მხარეთა საკუთრებას და მათი მესამე პირისათვის გადაცემა დაიშვება მხოლოდ მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

კონტაქტი

თამარაშვილის ქ. 6, თბილისი, 0177

+995 599 93 67 03

+995 32 290 42 64

info@pmc-consulting.ge

  • Facebook Social Icon
  • LinkedIn Social Icon

გმადლობთ, შეტყობინება გაგზავნილია!

დაგვიკავშირდით

bottom of page